მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში მე–2 საშუალო სკოლა ატარებდა აკაკი წერეთლის სახელს; მიუხედავად სულმნათი აკაკისადმი პატივისცემისა, იჩქმალებოდა უდიდესი ღვაწლი უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და უბადლო პედაგოგისა იოსებ ოცხელისა, 90–იან წლებში დაარსდა იოსებ ოცხელის საზოგადოება, რომლის მეთაურის დიდი მცდელობითა და ძალისხმევით, წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ სამართლიანობამ იზეიმა და ... აღნიშნულ სკოლას ეწოდა იოსებ ოცხელის სახელი.
მერე იყო და ... ისევ ისტორიული სამართლიანობის გათვალისწინებით და სკოლის პედკოლექტივის მზაობით, მიღწეულ იქნა აღნიშნულ ბაზაზე აღმოცენებულიყო იოსებ ოცხელის სახელობის ეროვნული გიმნაზია, თაოსანი ისევ იოსებ ოცხელის საზოგადოება იყო,(თავმჯდომარე ნანი ჟორჟოლიანი)
იოსებ ოცხელის საზოგადოების სათავეებთან იდგნენ იმდროეინდელი განათლების სისტემის კორიფეები: იონა ჯღარკავა, ვანო ვარლამიშვილი, ილია გენძეხაძე და ...
იოსებ ოცხელის საზოგადოების დამფუძნებლები ბრძანდებოდნენ ბატონები: არჩილ კოსტავა, სოსო კალანდარიშვილი, ვახტანგ ამაღლობელი, კოტე სვანაძე, ნანი ჟორჟოლიანი; ოცხელის საზოგადოების წევრები თანდათან იზრდებოდნენ, მის შემადგენლობაში დიდი ენთუზიაზმით წევრიანდებოდნენ არა მარტო ოცხელის სკოლის პედაგოგები, არამედ ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვა სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ოცხელის საზოგადოების საქმიანობით დაინტერესებულნი ბრძანდებოდნენ იოსებ ოცხელის სისხლის ნათესავები ქალბატონი ელენე ოცხელი ჭაჭიაშვილისა, დავით ჭაჭიაშვილი, ქ–ნი დოდო ხაჭაპურიძე, მარინე, კოტე, იოსებ ოცხელები.
იოსებ ოცხელის საზოგადოების ეგიდით მისი სახელობის სკოლაში ყოველწლიურად ტარდება პატივგება იოსებ ოცხელის საფლავთან 29 სექტემბერს(მისი დაბადების დღეს) მე–5 კლასელთა საზეიმო ფიცის დადება და ლიტერატურული კომპოზიციები.
ყოველწლიურად ეწყობა დისიდენტი მწერლების შემოქმედებითი საღამოები; სწორედ ერთერთ მორიგ შეხვედრაზე გადაწყდა გრიგოლ რობაქიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად და პატივგების ნიშნად გრიგოლ რობაქიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე სკვერს ეწოდოს "სკვერი კარდე" (ეთხოვოს შესაბამის სამსახურებს ამის თაობაზე); მის კეთილმოწყობაში ჩვენც მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას. ინიციატივას ხელს აწერდნენ ლიტერატურული საღამოების აქტიური მონაწილენი, ჩვენი ქალაქის წამყვანი ლიტერატორები ქუთაისის სხვადასხვა სკოლებიდან.
იოსებ ოცხელის საზოგადოება აქტიურად ეხმარება ყველა მნიშვნელოვან წამოწყებას, რაც განათლების სისტემაში ხდება, ყოველ ახალ ინიციატივას თანადგომას უცხადებს, აწყობს დისპუტებს, კონფერენციებს, იოსებ ოცხელის საზოგადოების ინიციატივით ხდება აღდგენა გიმნაზიის მუზეუმისა. ვცდილობთ შევავსოთ საარქივო მასალებით, რომლებიც გიმნაზიის ისტორიასთანაა დაკავშირებული, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები იმ დიდ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბიოგრაფიების გაცნობით, რომლებიც ან მოღვაწეობდნენ ოცხელისდროინდელი გიმნაზიიდან დღემდე ან სწავლობდნენ აღნიშნულ სკოლაში და თავიანთი ცხოვრების წესით სახელი და დიდება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
იოსებ ოცხელის საზოგადოების ინიციატივით განმეორებით არის მცდელობა სკოლამ კვლავ დაიბრუნოს გიმნაზიის სტატუსი. დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივისადმი საზოგადოების თავმჯდომარემ წარმოადგინა "ძველი სკოლის განვითარების სტრატეგია" და "ახალი ხედვები ახალი გიმნაზიის განვითარების თვალსაზრისით".