ხელის გულზე, რომ ლითონივით გრილი და მძიმე საგანი მიდევს
ასი თუ ორასი მილიონი წლის წინ
გაქვავებული ლოკოკინის ნეშტია
ეს ლოკოკინა,
ეს მცოცავი არსება ერთ დროს,
უსასრულობას მიელტვოდა
გალაქტიკის მსგავსი ნაჭუჭის სპირალით!...
ჩვენი ლტოლვა და სურვილებიც ასე ქვავდება
ქვავდება, მაგრამ ფეხს არ იცვლის ...
(თამაზ ჩხენკელი)
ასი თუ ორასი მილიონი წლის წინ
გაქვავებული ლოკოკინის ნეშტია
ეს ლოკოკინა,
ეს მცოცავი არსება ერთ დროს,
უსასრულობას მიელტვოდა
გალაქტიკის მსგავსი ნაჭუჭის სპირალით!...
ჩვენი ლტოლვა და სურვილებიც ასე ქვავდება
ქვავდება, მაგრამ ფეხს არ იცვლის ...
(თამაზ ჩხენკელი)
ქუთაისელი მესხი
140 წელი გასრულდა დიდი მამულიშვილის იოსებ ოცხელის დაბადებიდან; მის საფლავთან ასულს ფიქრები მომეძალა და ....წარსულს ”გადავწვდი”.
”მათემატიკის შესანიშნავი მცოდნე, რომელიც კარგად ერკვეოდა ბიოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ნუმიზმატიკის საკითხებში” - დაბადებული ქ. ქუთაისში 1865 წლის 29 სექტემბერს. - იოსებ ოცხელია.
”იგი იყო მესხი, ახოვანი, ბრგე ვაჟკაცი. შვილები არ ჰყავდა, მაგრამ თავის მოსწავლეებს უვლიდა ისე, როგორც ზოგიერთი მამა არ უვლის თავის შვილებს...” ”მეორე მამამ” დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო. საშუალო განათლება კი – ვაჟთა გიმნაზიაში. 1885 წელს იგი სწავლას აგრძელებს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. მშობლიურ ქუთაისში დაბრუნებულ ახალგაზრდას მიზანი ჰქონდა პედაგოგიური მოღვაწეობა. ბევრი და დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად 1892 წელს ქუთაისში დაარსა დასავლეთ საქართველოში პირველი ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასი.
1901 წელს იოსებ ოცხელს ბედმა გაუღიმა – იგი ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოებამ ქართული სკოლის ინსპექტორად დაამტკიცა. აქედან მიეცა დასაბამი მის პედაგოგიურ საქმიანობას.
იოსებ ოცხელი თავიდანვე შეუდგა სკოლის ძირფესვიან გარდაქმნას და წინააღმდეგობების მიუხედავად შეძლო 1905 წლის რევოლუციის ქარიშხლიან დგეებში ქუთაისის ქართული სკოლის გადაკეთება კერძო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში.
იოსებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა პროგრესულად მოაზროვნე ქართული პედაგოგები.
ბავშვთა განვითარების მიზნით იოსებ ოცხელი აწყობდა გამოჩენილი მწერლების შეხვედრებს მოსწავლეებთან, რაც იმ დროისათვის უჩვეულო მოვლენა იყო და აღზრდის თვალსაზრისით უსათუოდ დიდმნიშვნელოვან ფაქტად უნდა ჩაითვალოს.
ქართულ გიმნაზიაში მოდიოდნენ აკაკი წერეთელი, ვაჯა ფშაველა, ანტონ ფურცელაძე, შიო მღვიმელი, იროდიონ ევდოშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ...
საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოებში იოსებ ოცხელი იყენებდა დიდი ქართული პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის ძირითად პრინციპებს და ამ ნიადაგზე ცდილობდა ახალი საინტერესო სასწავლო მასალების შერჩევას.მას სავსებით სწორად ესმოდა სახელმძღვანელოს დანიშნულება და ღირსება.
”გუთნის” წინასიტყვაობაში იგი წერდა: “ჩვენი განზრახვა იყო ქართველთა ოჯახისა და სკოლისათვის ისეთი სახელმძღვანელო მიგვეწოდებინა, რომ მას შესძლებოდა:
1)განევითარებია მოზარდთა გონება ცხოვრებისა და ბუნების გაცნობით.
2)აღეძრა და განემტკიცებინა მათ გულსა და გონებაში უძვირფასესი კაცობრიული გრძნობა:სიყვარული,ძმობა, სიბრალული, თანაფრძნობა ცხოვრებისაგან დაჩაგრულთა და უბედურებისა და ტანჯვაში ჩავარდნილთადმი.
3)მიეცა მათთვის იმ მოვალეობის შეგნება,რომ გულწრფელ ემსახურონ თავის სამშობლოს, ყოველ საზოგადოებას და შეძლებისამებრ მთელ კაცობრიობას.
4)შთაენერგა მათში პატივისცემა და სიყვარული პატიოსანი შრომისა და მშრომელთადმი;მეცნიერებისა და მის გამავრცელებელთადმი.
5)მოემზადებინა მოზარდთა გონება სწორი და მტკიცე ლოგიკური აზრონებისადმი, რომ მათ სცოდნოდათ აზრთა სისწორით გაგება, შეთვისება და ლოგიკური თანმიმდევრობით და შეკავშირებით გადაცემა, კეროვანი სისწორით განზოგადება და დასკვნა.
“გუთანი” ი.გოგებაშვილის “ბუნების კარის“ ანალოგიით იყო შედგენილი, თუმცა მასში საინტერესო სისტემით გაცილებით მეტი სასწავლო მასალა იყო მოთავსებული.ამის გამო იყო, რომ ი.გოგობაშვილი 1909 წელს წერდა:”ბუნების კარი “ ბოლო წლებამდე მოწყენიტ გახლდათ, რადგან მარტოობას გრძნობდა .ახლა კი ამხანაგები გაუჩნდნენ და მოილხინა”_ო.
1995 წელს განახლებული აღორძინებული გიმნაზიის მეთაურის ხელმძღვანელობით მიეცა დასაბამი ალმანახ “ორნატის და გაზეთ ცხრა მუხას” გამოცემა ;მერე...
.... ახლა?....
“რა დაგვიტოვე და.... რას გახვედრებთ”
გული სიამაყით ივსება, როცა ვიგებთ , რომ პირველ ქართულ გიმნაზიაში მოდიოდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ანტონ ფურცელაძე, შიო მღვიმელი, იროდიონ ევდოშვილი, დ. კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვანი.
გიმნაზიაში მოსწავლეებისათვის ერთიანი ფორმა იყო შენოღებული, ამის გარეშე მათ არჰქონდათ უფლება მოსულიყვნენ, ან ქუჩაში ევლოთ; შავი შარვალი და ხალათი, რომელსაც წითელი არშია მიჰყვებოდა, ქუდი ლაკის კეპით , წელზე ლაკის ქამრის ბალთასა და ქუდზე იყო წარწერა_”ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია.” მოსწავლეების ფორმას სიამაყის გრძნობით ატარებდნენ პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ გიმნაზიის სახელსა და ავტორიტეტს
....ახლა?..
დიდო იოსებ განათლების რეფორმით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოსწორედაც იმ ქართულ , ეროვნულ ნიადაგზეა აღმოცენებული , რომელიც თქვენი თაოსნოთ ხორციელდებოდა პირველ ეროვნულ გიმნაზიაში. რაოდენ ამაყი ვარ, რომ მაქვს ბედნიერება გავცნობოდი საარქივო მასალებში ჩემი ერის ბედზე დაფიქრებული და მზრუნველი (!) განათლებისა და ერის მამათა მიმოწერას.
ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო
კომიტეტს.
საზოგადოება
საზოგადოების გამგეობა
# 139
მარიამ. 1897 წელი, ქ. ტფილისი
წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა დამატებით თავის მონაწყრისა 25 მარიამობისთვითგან 1897 წელს N=197. პასუხად სათავადაზნაუროდ სკოლის სამზრუნველ კომიტეტის 24 მარამობ. 1897 სთხოვს უმორჩილესად ხსენებულს კომიტეტს, რომ ჩააბაროს 1 ენკენისთვემდე ამა წლისა გამგეობის მიერ სკოლის გამგედ დანი8შნულ და კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისაგან დამტკიცებულს ალექსანდრე ალექ-ძე გარსევანიშვილის მისადმი მინდობილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა.
საზოგადოების თავ-რე ილია ჭავჭავაძე მდივანი
დ.კარიჭაშვილი.
გადაეცეს გამგეობას პირველ სექტემბერს 30/VIII 1897 წ.
უბედური დედა
ალბათ სიმბოლურია იოსებ ოცხელის გარდაცვალების მიზეზი. პარტახტიანი ტიფით დაავადებული მოსწავლე სარეცელზე (ნუგეშის სათქმელად მისული დირექტორი ჩამოჯდა და ...) 1919წლის 27 მარტს წუთისოფლის დიდ გზას დაადგა.
მან ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ სიკვდილით კი არ მთავრდება ყოველივე ... არამედ მერე იწყება .. სიყვარულით იგი გადადის მარადისობაში.
დიახ...სხვათა სიყვარულით, მადლიერების გრძნობით გამოწვეული პატივისცემითა და სიყვარულით.
შვილმკვდარი დედა ყოველთვის უბედურია, მაგრამ ესოდენ საამაყო შვილის დედა ხომ .... როგორი დარბაისლური ქართულითაა შედგენილი განცხადება გარდაცვალების გამო.
იოსებ ივანეს ძე ოცხელი.
პანაშვიდი კვირას 30-ს და ორშაბათს 31 მარტს საღამოს 5სთ-ზე საკუთარ ბინაზე თბილისის ქუჩის შესახვევში. გამოსვენება 1 აპრილს დილის 8 ნახევარ საათზე.
დაკრძალვა კათოლიკეთა ეკლესიის გალავანში.
ყოველი მოსწავლე თავადაა მასწავლებლის ძეგლი, დიდ იოსებ თქვენი აღზრდილთა სიიდან მცირედის ჩამოთვლაც კი საამაყოდ მთელ ერსაც ეყოფოდა: ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე გამსახურდია.
ეს უკანასკნელი თქვენ “მეორე მამად” მოგუიხსენიებთ. სწორედ მისი თაოსნობით დაგიდგა ორი იდენტური ძეგლი, ერთი გიმნაზიის ეზოში, მეორე თქვენს საფლავზე-მწვანე ყვავილაზე, წარწერით: (ფაქსიმილით)
“დიდი საზოგადო მოღვაწეს მადლიერი მოწაფეებისგან ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, სწორედ მადლიერების გრძნობაც, რომ დავკარგეთ სხვა ღირსებებთან ერთად....
მემკვიდრეობით ჩვენმა სკოლამ მიიღო უამრავი “ანდერძი ტრადიციულად გადასაცემი; ვალმოხდილნი წავიდნენ რა ჩვენგან სასწავლებლის მესვეურნი,ჩვენ დაგვიტოვეს უამრავი ვალი.
იოსებ ოცხელი მათლად ხედავდა , რომ საქართველოს აღორძინება და განვითარება შეეძლო ახალ თაობას, რომელიც პროგრესულ იდეებზე იქნებოდა აღზრდილი; ეს დანიშნულება , მისი აზრით , უსათუოდ სკოლას უნდა შეესრულებინა;
“სკოლის უპირველესი მიზანია – ამბობდა ოცხელი-ახალი თაობის მოქალაქეობრივი განვითარება”.
მეც მინდა ვიყო ვალმოხდილი.
ნანული ჟორჟოლიანი.
იოსებ ოცხელის საზოგადოების თავ-რე.